16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი დანით მოკლა - შემზარავი შემთხვევა საფრანგეთში
საფრანგეთის ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა.
როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია. ადგილობრივი მედიის ცნობითვე, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მოსწავლე დაკავებულია.
პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.