თეგებით ძიება

"მთელი ზამთარია სახლიდან სკოლამდე და პირიქით 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით, მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომ ბავშვებს ვასწავლო" - რას წერს პედაგოგი?

სოფელ ძმუისის სკოლის პედაგოგი, ლაურა გოტიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ პრობლემის შესახებ წერს, რაც მაღალმთიან სოფელში მასწავლებლებს უამინდობა, კონკრეტულად კი თოვლი უქმნით. 

"დიდთოვლობაა სოფელში. არ არსებობს არც გზა, არც შუქი, არც წყალი. აფთიაქი და მაღაზია რომ არ გვაქვს, აშკარაა ალბათ. სამი დღის სამყოფი საჭმელი თბილისიდან დამაქვს.

მთელი ზამთარია სახლიდან სკოლამდე და პირიქით 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ ბავშვებს ვასწავლო.  როცა სოფელში მოვდივარ მანქანით, გზა ისეთი სახიფათოა, როდის რომელ კლდეში გადავვარდებით,არ ვიცით.

დღეს ისეთი ამბავია, ახლა ვცდილობ უახლოეს ქალაქში ჩასვლას და ჩავრჩით თოვლში  ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან.

ვურეკავთ გამგებელს და ვთხოვთ, გზის გაწმენდას.

და გამგებელი გვპასუხობს:

დღეს თოვს, ხვალ გადაიღებს და მაშინ გავწმინდავთო. ორმაგი ხარჯიაო. 

პ.ს. როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და არც ზამთარში ჰოლადიიდან ჩამოტანილი სამგლოვიარო ყვავილები.  ყინვისგან ვკვდები აქ, მე შტერს მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო...

სირცხვილია!!!!!

გნიშნავთ იმიტომ რომ გაიგოთ რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია 

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 

საქართველოს მთავრობა", - წერს პედაგოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა