მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთის ინტერესები დაიცვან - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთის ინტერესები დაიცვან.
"ჩვენი ურთიერთობები სტაბილურად და დინამიკურად ვითარდება და მსოფლიო ასპარეზზე მაღალი ტურბულენტობის მიუხედავად, ჩვენ ვავლენთ სოლიდარობას და მზადყოფნას დავიცვათ ერთმანეთის ინტერესები საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ცენტრალური როლის პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ ერთმანეთის ამოცანები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ლიდერების მიზნების ასრულებას“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული გახდა და პეკინი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დღემდე გმობს.