თეგებით ძიება

“ფაქტია, კაცი ჯანმრთელი შევიდა ციხეში და ახლა ძალიან ცუდადაა” – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს.

“რატომ ჰგონია ზოგ ექიმს, რომ ფონეიდოსკოპით კისერზე უფრო დამაჯერებელია. ფაქტია, რომ კაცი ჯანმრთელი შევიდა ციხეში და ახლა ძალიან ცუდადაა. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ მოგვყვება” ფრაზა არაფრით განსხვავდება კობახიძეების სიტყვებისგან პატიმრის თვითდაზიანების შესახებ. სირცხვილია, მეგობრებო, ძალიან ცოტა დრო დარჩა. თქვენ ეს იცით. ამოიღეთ ხმა და გარკვევით თქვით – აქ სააკაშვილი ვერ განიკურნება, მოკვდება. სანამ თქვენ არ იტყვით, მანამდე მთავრობა ყველაფერს თქვენ შეგახოცავთ. პაციენტი თუ არა, საკუთარი თავი მაინც დაინდეთ ამ უბედურებისგან“, - წერს უგულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა