თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს - ლევან ბერძენიშვილი
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენ – აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.