თეგებით ძიება

„ვის ზურგზე დაბიჯებით გახდით მინისტრები და თანამდებობები აირტყით, ხომ არ შეგახსენოთ?“ - იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თავისი დის, დეა შაფათავას შესახებ წერს. 

“დავიღალე დეას დისკრიმინაციის ყურებით.

არ მცალია ჩამოსასვლელად, მაგრამ ღარიბაშვილიდან დაწყებული და ქართუს მოპასუხე მხარით დამთავრებული.

ადამიანის და ქალის უფლებები გაბათილდა?

მეც მაქვს მოთმინება და უაზროდ დიდი რაოდენოდა ეთერის, რომლითაც არ ვსარგებლობ.

ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ამ პროცესის.

დეას დევნა როდის შეწყდება?

სასამართლოში ვმუშაობ ამერიკაში, სამოქალაქოშიც და სისხლშიც, იურიდიული განათლება მაქვს საქართველოში და ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიმართულებაა ჩემი შემდეგი გაჩერება.

გსურთ, დამაჯეროთ, რომ დეა შაფათავას – ჩემი დის- უფლებების დარღვევას ბოლომდე სიჩუმეში ჩავატარებ?

ზეპირად ვიცი რა ხდება მის პროცესზე და ხარვეზებსაც და ისტერიკულ ჩაფარცხვის მცდელობასაც ვხედავ.

მოსარჩელეზე პრესსაც და ზეწოლასაც.

კანონი კანონია და ადამიანის უფლებების ნორმები ისწავლეთ, ყველას გირჩევთ.

კაცმა გკითხოთ, შვეიცარია გახდა საქართველო.

მაშინ ვის ზურგზე დაბიჯებით გახდით მინისტრები და თანამდებობები აირტყით, ხომ არ შეგახსენოთ, მფრთხალ მარიონეტებს?

რა სექსიზმია ეს და რა მყვირალა დისკრიმინაცია????” - წერს იუნა შაფათავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა