„მთავარი არხის“ გუნდს ლევან ბერძენიშვილი შეუერთდა“ - რას წერს ნიკა გვარამია?
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ “მთავარი არხის" ჯგუფს, პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი შეუერთდა.
“უზომოდ გახარებული ვარ! ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი Levan Berdzenishvili შემოუერთდა მთავარის გუნდს!
დიდი მადლობა მას! დიდი მადლობა მთავარის გუნდს! განსაკუთრებით „შენი შუადღე“-ს!
პირადად შენ Tashka Tamar Chantladze და შეტანილი დიდი წვლილისთვის თეონა ჩემია.
ოთხშაბათობით უყურეთ ქვეყნის მთავარ მთხრობელს მთავარ არხზე!” - წერს გვარამია.