თეგებით ძიება

„გული არ აწუხებდა, წინა დღეს ვნახე...ნაცემი იყო" - რას ამბობს ბელგიაში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის ცოლი?

ბელგიაში, მიგრანტების დაკავების ცენტრში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცოლი ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა ვერ იქნებოდა, რადგან კაცს გულის პრობლემები არ ჰქონდა.

ქალი ამბობს, რომ ქმარი გარდაცვალებამდე ციხეში მოინახულა და ფიზიკური ძალადობის კვალი შენიშნა.

"სამარტოო საკანში ჩასვეს ეს მოშიმშილე კაცი, 21-ე საუკუნეა, ბელგიაში თან. კაცს აქვს შაქარი თვალების მხედველობა 001%, მაგის საბუთიც მაქვს. მაგასთან რომ მივედით, შევედით პაემანზე, არ მომეწონა, ძალიან ცუდი ფერი ედო, ფერზე არ მომეწონა და მთელი სპორტულები ჰქონდა ჭუჭყიანი, მაშინვე ვკითხე გცემეს-მეთქი? კაი, დაწყნარდი არაფერი არ არიო. დილის 10-ის ნახევარზე მირეკავენ და მეუბნებიან მეუღლე გარდაცვლილიაო, მიზეზად დაასახელეს გული, მაგრამ ვაკონკრეტებ, არასდროს ჩემ ქმარს გული არ აწუხებდა, მას ჰქონდა შაქარი. ჩივილს ვაპირებ, ადვოკატი უკვე ავიყვანე", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

შეგახსენებთ, ბელგიაში, ანტვერპენის მახლობლად, მიგრანტების დაკავების ცენტრში 40 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც შიმშილობდა. ბელგიის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, მან შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი მიიღო საფრანგეთში გადაყვანის თხოვნაზე, სადაც მისი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა