საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად. რომ გვესმოდეს, ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობების ამოცანაა ევროკავშირის წევრი საქართველო გადავაბაროთ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს, ანუ მათ, ვინც ამ ქვეყანას რუსეთისკენ არასდროს წაიყვანს.
მხოლოდ 10-15 წელი უნდა გავძლოთ და მხრებით მივიტანოთ ეს ქვეყანა და გადავცეთ მათ. ამას ვიზამთ კიდეც, ეჭვი არ მეპარება. მთავარია, მთელი ვნებით ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და მომავალი თაობებისთვის, რადგან მტერი მთელი ვნებით გვებრძვის. „ვნებაზე გამარჯვება კი მხოლოდ ვნებითაა შესაძლებელი“ (ვიღაცამ თქვა დიდმა, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ)", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.