"მაგრა გაუმართლა ხვიჩას, ასეთი მაგარი ადამიანი და დიდი ფეხბურთელი რომ ყავს გვერდით" - დავით კოვზირიძე
ჟურნალისტი, დავით კოვზირიძე "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელის, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის მეგობრული ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქართველ სპორტსმენს გაუმართლა.
"რონალდინიო რო პატარა მესის უვლიდა და ასწავლიდა, ეგ ამბავია. მაგრა გაუმართლა ხვიჩას, ასეთი მაგარი ადამიანი და დიდი ფეხბურთელი რომ ყავს გვერდით", - წერს კოვზირიძე.
შეგახსენებთ, რომ "აინტრახტთან" თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც მასთან ოსიმენი მივიდა და გაამხნევა.