თეგებით ძიება

კარი უროთი შეამტვრიეს, ოჯახის წევრებზე იძალადეს და ხელბორკილები დაადეს - აღსრულების ბიუროს ხალხი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავს

თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს ყველას, ვინც ხელის შეშლას შეეცადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ხედავთ, როგორი ძალმომრეობითი ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულება ჰქვია პროცესს, თუმცა ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ასევე მოვითხოვთ კრედიტორის დასწრებას, ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოში ძალმომრეობითი ქმედებით ხორციელდება ეს პროცესი.

სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს დანაშაულის ნიშნები, დაყადაღებულია ქონება, სამწუხაროდ გამოძიების დასრულებამდე ხდება ამ ქონების გამოთავისუფლება, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცემა „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცესი საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს და ბიუროს მისი გადავადების საფუძველი არ ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა