"როცა ვიპოვეთ, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, რადგან პატრონი დაეღუპა" - ნანგრევებიდან გამოყვანილი ძაღლი მაშველებმა შეიფარეს (ფოტოები)
ძაღლს, რომელსაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ყველა პატრონი დაეღუპა, ახალი მფლობელი ჰყავს. ის იმ მაშველებმა შეიფარეს, რომლებმაც ძაღლი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
"როცა ვიპოვეთ, თვალები ცრემლიანი ჰქონდა, რადგან პატრონი დაეღუპა" - ამბობენ მაშველები.
ძაღლს მაშველებმა ახალი სახელი შეურჩიეს და "ჰაიათი" დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს 45 ათასზე მეტი ადამიანი.