მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მარნეულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პროტესტის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი წარწერით - "თავისუფლება მიშას". მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ მომავალთან.