თეგებით ძიება

პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული - შალვა პაპუაშვილი

პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

"აქამდე რაც იყო დაფარული, ზოგი ვიცოდით ნაამბობით, ზოგს ვხვდებოდით, ახლა ვხედავთ, მათ შორის გამჭვირვალობის ინსტრუმენტები იძლევა ამის საშუალებას, რომ ვნახოთ რომ მიდის დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან, მიტოვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

1 წელი გავიდა რაც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და გაიხსენეთ, რამდენი ბრიფინგი ჩატარდა, ინფორმაცია იყო, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. მინიმუმ 10 ხომ გაგახსენდებათ? გაიხსენეთ, რომელ ერთზე მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ამაში მილიონებს იღებენ, რომ დეზინფორმაციის მხილება მოახდინონ, რომელ ერთზე მოხდა დეზინფორმაციის მხილება?!", - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა