თვითფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი სამეურნეო ნაგებობაზეც გავრცელდა - რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში, სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24“ ჩამოვარდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო „ტასს“-ს ძალოვან სრუქტურებში განუცხადეს, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. მისი მდგომარეობა უცნობია.
ჩამოვარდნის შედეგად თვითფრინავს ცეცხლი გაუჩნა. ცეცხლი სამეურნეო ნაგებობაზეც გავრცელდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და გამომძიებლები მუშაობენ.