ჩემი მუცლად მყოფი ბავშვი უკანონოდაა დაკავებული და ციხეში შესაბამის პირობებში არ იმყოფება - რას ითხოვს აშშ-ში პატიმარი?
აშშ-ში, ფლორიდაში ნატალია ჰარელი 6 კვირის ორსული იყო, როდესაც ქალის მკვლელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქალი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა აცხადებს, რომ მისი მუცლად მყოფი ბავშვი უკანონო პატიმარია და ციხეში შესაბამის პირობებში არ იმყოფება.
ნატალიას ადვოკატმა სასამართლოს ქალის ბავშვის გაჩენამდე გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა.