თეგებით ძიება
23. 02. 2023 მსოფლიო

ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება დაამტკიცა

ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში,  რომელმაც ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქალებს თვეში 3-დღიანი ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების აღების შესაძლებლობას აძლევს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, დასვენების პერიოდი შესაძლოა 5 დღემდე გახანგრძლივდეს. შვებულების ასაღებად ქალებს ექიმისგან შესაბამისი ცნობის აღება დასჭირდებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა