თეგებით ძიება

მარიტა მეფარიშვილის გარდაიცვალების საქმეზე, თავს არ ვცნობ დამნაშავედ - რას ამბობს ლაშა ფურცხვანიძე?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა