შვილი დამიჭირეს, შემდგნენ, გადამიარეს... - რას ამბობს ვეტერანი, რომლის ოჯახიც გამოასახლეს? (ვიდეო)
თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ომის ვეტერანი, ლაშა გიგაური და მისი მცირეწლოვანი შვილები გამოასახლეს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
"გამომყარეს, დამინგრიეს, შვილი დამიჭირეს, დამიჭირეს ახლობლები, 6 ადამიანი. იძალადეს. პირდაპირ კანონში წერია 35-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომ არ შეიძლება ხელით შეხება, მაინც მოვიდნენ და შეგვახეს. დამაზიანეს, შემდგნენ, გადამიარეს ზედ", - ამბობს გიგაური.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, თუმცა 3 წელი მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ.
მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.