თეგებით ძიება

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში უკრაინის მიმართ გამოიჩენდა ისეთ სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მსგავს პირობებში, სხვა ქვეყნები უკრაინისადმი სოლიდარობას ჩვენი ქვეყნის მსგავსად არ გამოიჩენდნენ. 

"გავიხსენოთ ნებისმიერი სხვა დისკუსია, თუნდაც პანდემიის პერიოდის მოწოდებები, რომლის მიზანი იყო, რამენაირად მღელვარების შემოტანა. აქაც ეს არის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დედამიწაზე არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში, გამოიჩენდა ისეთ სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუკი შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, რომელიც განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერთა ალიანსში, ჩვენ ვართ, რომელსაც არ იცავს ნატოს ქოლგა, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგა, ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში, ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკურ თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა