თეგებით ძიება

ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა ერდოღანმა?

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.

ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა