თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლები“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს და რაც დრო გადის ეს უფრო ცხადი ხდება.

"პირველ რიგში, ხვალინდელი აქციის მთავარი მიზანი არის სოლიდარობის გამოცხადება უკრაინისთვის. 24 თებერვალი არის თარიღი, როდესაც სამყარო გაიყო ორად და ყველამ დაინახა სად არის საით და საით არის ბოროტება. ასეთი ერთიანი რუსეთთან მიმართებით დასავლეთი, როგორც ახლა არის აქამდე არასდროს არ ყოფილა.

უკრაინელ ხალხს, დასავლეთს უნდა დავანახვოთ, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის განწყობა და ემოციური მდგომარეობა უკრაინის ომთან მიმართებით განსხვავდება იმისგან, რასაც ასხივებს მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა. 

საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს და რაც დრო გადის ეს უფრო ცხადი ხდება ყველასთვის. მათ უნდათ, რუსეთმა გაიმარჯვონ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორები, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაში იმყოფებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა