2 წლის ბავშვი მრავლობითი დამწვრობებით და ძლიერი ტკივილებით კლინიკაში შეიყვანეს - მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა?
კახეთში, გურჯაანის კლინიკამ 2 წლის ბავშვი მიიღო, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება.
ბებია ამბობს, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობს.
ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს.
"ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ"- ამბობს ექიმი