თეგებით ძიება

აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით ყველასათვის ცნობილი მიმართულებით - რას ამბობს კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეზე?

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩაწერა.

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა.

ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით იმ ყველასათვის ცნობილი მიმართულებით, სადაც ზმეინის კუნძულის მცველებმა რუსული გემი გაგზავნეს" , - აღნიშნავს ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ჯაშუშებს არ შეეხება და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი ჯაშუშები არიან და იყვნენ „ქართულ ოცნებაშიც“.

კობახიძემ რამდენიმე ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდში „ირიბი აგენტი“ იყო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერო ეკა ბესელია.

„შემიძლია კონკრეტული გვარები ვთქვა არა ჯაშუშების ან პირდაპირი აგენტების, არამედ ირიბი აგენტების. მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. ეს ადამიანები შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი მართულები იყვნენ. მაგალითად, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას ანთხევს და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

ვისაც უნდა სცოდნოდა, რაღაც მომენტიდან იცოდა, რომ ის მართული იყო და გუნდიდან გაშვებული იქნა. მიზეზი იყო ის, რომ მართული იყო და ვერც გამოსწორდა (როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს). ასევე ეკა ბესელია - ამ შემთხვევაშიც ვანო მერაბიშვილის როლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან [ბესელიამ] მძიმე როლი შეასრულა. ვისაც უნდა სცოდნოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ეს. მან თავი გამოავლინა 2018-2019 წლებში სხვადასხვა კუთხით. ასევე კახა ოქრიაშვილი, იგი დღეს უკვე ღიადაა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული. მათი გუნდიდან უფრო ადრე გაშვება მეტ რისკებთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა