2 წლის ბავშვი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოში დამწვრობებით შეიყვანეს, თბილისში გადმოჰყავთ
2 წლის ბავშვი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოში დამწვრობებითა და ტკივილებით შეიყვანეს, თბილისში გადმოჰყავთ. ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია ბავშვის დედის გამოსაკითხად წავიდა, რადგან მცირეწლოვნის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი დედის მხრიდან, ძალადობის მსხვერპლია.