თეგებით ძიება

„აღსრულების სამსახურის დღევანდელ დანაშაულზე ვინ უნდა აგოს პასუხი? თუ ასე აპირებს ხელისუფლება გაყურსვას?“ - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ომის ვეტერანის საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოსახლების პროცესს და წერს, რომ აღსრულების სამსახურის დღევანდელი ქმედება დანაშაულია.

“აღსრულების სამსახურის დღევანდელ დანაშაულზე ვინ უნდა აგოს პასუხი? თუ ასე აპირებს ხელისუფლება გაყურსვას?..

გამოქვეყნდეს აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებულ დამსჯელ ოპერაციაში მონაწილე პირთა ბიოგრაფიები. პირველ რიგში დუჟმორეული უროიანის…” - წერს ხოფერია.

არსებული ინფორმაციით, თბილისში, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა. იძულებით გასახლების პროცესში პოლიციაც იყო ჩართული, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა