თეგებით ძიება
24. 02. 2023 მსოფლიო

მეუღლეს ვუთხარი, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო, მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ - ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებას იხსენებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ომის დაწყებას იხსენებს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა დამირეკა და მითხრა რომ ესაუბრნენ პუტინს და ის თავს არ დაგვესხმებოდა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით რომ შემოჭრის შანსი დიდი იყო... სამხედროებმა იცოდნენ. ყველა მზად იყო. მანამდე გვქონდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომები. ყველას ესმოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუ ეს მოულოდნელად მოხდებოდა. ყველაფერი მომზადებული იყო. თუ ომი დაიწყებოდა, ყველა ინსტიტუტს გამართულად უნდა ემუშავა. პირველი აფეთქებების ღამეს ოჯახთან ერთად სახლში ვიმყოფებოდი და ოფისიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ დაიწყო საჰაერო დარტყმები. ცხადი იყო, რა მოხდებოდა შემდეგ. გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენ ვიყავით ნომერ პირველი სამიზნე. ამიტომ, მეუღლეს ვუთხარი: უნდა მოვემზადოთ, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო. მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. ჩვენ არ დავღლილვართ. თუმცა ვერ დავმშვიდდები თუკი არ იქნება გამარჯვება. და შემდეგ ჯერზე, როცა შევხვდებით, - როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ისევ ახალგაზრდული იერი მექნება და გავიღიმებ", - ამბობს ზელენსკი. 

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ პრესკონფერენციას გამართავს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, პრესკონფერენციის სახელწოდება "თებერვალი, უდრეკი ერთი წელი" იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა