თეგებით ძიება

გერმანიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

გერმანიაშვი გაუჩინარებულ ქრთველ ემირანტს, თემურ მაძღარაშვილს ეძებენ. კაცი ბოლოს ოჯახთან 5 თვის წინ გამოვიდა კონტაქტზე. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ვეძებთ გერმანიაში მყოფ თემურ მაძღარაშვილს, 5 თვის წინ ჰქონდა კონტაქტი ოჯახის წევრებთან, მას შემდეგ გაუჩინარებულია, საელჩოში დარეკეს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ისინი.როგორც ოჯახისგან ვიცი, ბოლოს ესენთან 40 კილომეტრში ახლად გაცნობილ (თემქელ თუ გლდანელ) ქურთ ბიჭთან იყო შეკედლებული რამდენიმე დღით. ეს ქურთი ბიჭი თემურმა ოჯახს მესენჯერით საუბრისას გააცნო მის ახლადშეძენილ მეგობრად და უთხრა, რომ იქაურ საავადმყოფოში მუშაობდა სანიტრად, მაგ საუბრის შემდეგ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ჰყავს ასაკიანი დედა, რომელიც ნერვიულობისაგან ძალიან ცუდად არის, ასევე შვილები და შვილიშვილები ძალიან დიდი სტრესში არიან. გთხოვთ, იქნებ რამე იცოდეთ და დაგვეხმაროთ, ან დაგვაკვალიანოთ სად შეიძლება მოძებნოს ოჯახმა და ვის შეიძლება მიმართოს დახმარებისათვის", - წერს სოფია ლომუაშვილი ფეისბუქჯგუფში "ვეძებ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა