თეგებით ძიება

"უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში ომის წლის თავთან დაკავშირებით, პოსტს აქვყნებს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობას უსურვებს.

"ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია - 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.

ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! დიდება უკრაინას!“, - წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რუსეთის არმია უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ პრესკონფერენციას გამართავს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, პრესკონფერენციის სახელწოდება "თებერვალი, უდრეკი ერთი წელი" იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა