თეგებით ძიება

აქვს ანემია, მუცლის ღრუში სითხე, კანის დაზიანებები - რას ამბობს ექიმი წლის ბავშვზე, რომელზეც სისტემატიურად ძალადობდნენ? (ვიდეო)

2 წლის ბავშვი, რომელზეც სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობდნენ ამჟამად თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმები ადასტურებენ, რომ მცირეწლოვანს სხეულზე მრავლობითი დამწვრობა, მუცლის ღრუში სითხე და ანემია აღმოაჩნდა.

"მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რიგი კლინიკოლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია და კუაგულოპათია. მიმდინარეობს მკურნალობა. ჩატარებული კვლევებით მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო. გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული",- ამბობს ექიმი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ბავშვის მამა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა