თეგებით ძიება
24. 02. 2023 მსოფლიო

აშშ უკრაინის დახმარების ახალ, 2 მილიარდ დოლარიან პაკეტს წარადგენს

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წლის თავზე, აშშ უკრაინის დახმარების ახალ, 2 მილიარდ დოლარიან პაკეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტში „ჰაიმარსის“ რაკეტები, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, რამდენიმე სახეობის დრონი, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველი აღჭურვილობა, განაღმვითი მოწყობილობები და ასევე, სამხედრო სწავლებებისა და მომსახურების დაფინანსება შევა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ პრესკონფერენციას გამართავს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, პრესკონფერენციის სახელწოდება "თებერვალი, უდრეკი ერთი წელი" იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა