თეგებით ძიება
24. 02. 2023 მსოფლიო

ომის მთელი წელიწადი... აგრესორმა აწამა ხალხი, წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან - ოლენა ზელენსკას ემოციური მიმართვა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინის წელმა სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას.

"ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა.

ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს.

ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში.

ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო", - ამბობს ზელენსკა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა