თეგებით ძიება

"მჟავე კიტრის ქილითაც კი შეიძლება, იბრძოლო თვით პუტინის წინააღმდეგ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში უკრაინაში ომის წლის თავთან დაკავშირებით, პოსტს აქვყნებს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"შარშან, ამ დღეს დაიწყო მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლა და დაიწყო ჯოჯოხეთი დღეები უკრაინელებისთვის, რომლებსაც კლავენ, აწამებენ, სამშობლოს ართმევენ.

უკრაინელებმა აქამდე არსებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველა სტანდარტი შეცვალეს.

გვაჩვენეს, რომ მჟავე კიტრის ქილითაც კი შეიძლება იბრძოლო „თვით“ პუტინის წინააღმდეგ. გვაჩვენეს, რომ სამშობლოს დაცვა, მოდელებისთვის მსახიობებისთვის, ორსული ქალებისთვის და ჯარისკაცებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

საბედნიეროდ, პრეზიდენტი აღმოჩნდა ზელენსკი და არა იანუკოვიჩი!

დიდება უკრაინას, რომელსაც ვერ ვიცავთ საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან! დიდება გმირ ხალხს!

უსუსურ მდგომარეობაში მყოფებმა გამარჯვება მაინც ვუსურვოთ ნამდვილ მეგობრებს!", – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რუსეთის არმია უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ პრესკონფერენციას გამართავს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, პრესკონფერენციის სახელწოდება "თებერვალი, უდრეკი ერთი წელი" იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა