"ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები... სოსო დღეს პირველად ნახა, ჩემი ძმის 8 თვის ორსულმა ცოლმა, იტირა და ყველამ ვიტირეთ" - რას წერს ნინი გოგაშვილი?
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისის ციხეში ყოფნა ძალიან მტკივნეულია.
"იომ და ბაბიმ 7 თვის შემდეგ დღეს პირველად ნახეს სოსო. სასამართლო დარბაზში მამას ეძახდნენ, სოსო გვიყვარხარ მალე მოდი ჩვენთანო. 16 ივლისის მერე სოსო დღეს პირველად ნახა ჩემი ძმის 8 თვის ორსულმა ცოლმაც, იტირა და ყველამ ვიტირეთ იმ ტკივილის გამო, რასაც გვაყენებენ ბოროტი, ყველაფერზე წამსვლელი არაადამიანები.
მჯერა, რომ ამ ბავშვების ტანჯვის გამო ღმერთი ყველას დაგსჯით სასტიკად. ღმერთს არ დაავიწყდება თქვენი გაკეთებული სიბოროტე. მოვა დრო, როცა ჩვენი თითოეული ცრემლის გამო პასუხს აგებთ და გულით შემეცოდებით.
თავისუფლება სოსო გოგაშვილს !", - წერს გოგაშვილი.
ცნობისთვის, „სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) 16 ივლისს დაუდასტურეს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მომადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი დააკავეს.