თეგებით ძიება

2022 წელს საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლების მიზნით გადიოდნენ - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის 2022 წლის III კვარტალის მონაცემებს ასაჯაროებს. 

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ ამ პერიოდში 1.7 მილიონი შეადგინა. 

ამასთან, 2022 წლის ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილის მიზანს საყიდლებზე გასვლა წარმოადგენდა. ვიზიტების უმრავლესობა კი თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:

 თურქეთი - 54.1%

 რუსეთის ფედერაცია - 14.2%

 სხვა ქვეყნები - 12.6%

 ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 10.9%

 სომხეთი - 7%

 აზერბაიჯანი - 1.2%


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა