თეგებით ძიება

ჩემს წინ რომ დაარტყა, მაშინ გავიგე, რომ ძალადობდა - რას ამბობს 2 წლის ბავშვის ბებია, რომელზეც სისტემატიურად ძალადობნენ? (ვიდეო)

2 წლის ბავშვი, რომელზეც სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობდნენ ამჟამად თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ბებია აცხადებს, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობს მომხდარზე კი ბავშვის მამა დააკავეს.

"მუცელი აქვს გაბერილი და სითხე აქვს მუცელში. მუცელზე არის დამწვრები, ეგ დავინახე, ფეჩთან არის მუცელი დადებული. მე ვეუბნები ყველას: გაარკვიონ ვინც სცემა და ვინც გააკეთა. პოლიცია ჩართულია. ჩემ წინ რომ დაარტყეს, მაშინ გავიგე, რომ ძალადობდა. დედამ დაარტყა. რატომ იქცევიო ეგრე, ტირილი რომ დაიწყო. ცოტა ფსიქიატრიულად არის დაავადებული, შეამოწმეს, გაიგებენ ყველაფერს",- ამბობს მერი თურქოშვილი, ბავშვის ბებია. 

შეგახსენებთ, ბავშვის მამის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.თ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას“, - წერია უწყების განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა