თეგებით ძიება

სტრესის დაძლევის მარტივი გზები

სტრესს ყველა განვიცდით, როცა სირთულის წინაშე ან გადატვირთული ვართ. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ემოცია. სტრესი არის მყარი ფიზიკური რეაქცია, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდება.

შესაძლოა განიცდიდეთ სტრესს გამოცდის ჩაბარებისას ან, როდესაც ცდილობთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე დრო გაქვთ. მოკლევადიან პერიოდში სტრესი შეიძლება მომგებიანიც იყოს, მაგრამ როდესაც გააქტიურებულია, ის არა მხოლოდ ცვლის თქვენს ტვინს, არამედ აზიანებს ბევრ სხვა ორგანოსა და უჯრედს მთელს სხეულში.

რამდენიმე ჯანსაღი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სტრესს:

იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, იძინეთ ბევრი და დაისვენეთ.

ესაუბრეთ თქვენს პრობლემებზე და იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით.

აღიარეთ, რომ იდეალურად ვერ გააკეთებთ საქმეებს, რაც არ უნდა ეცადოთ. თქვენ ასევე არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ამდენის გაკეთება შეგიძლიათ და ამ დროს არ დაგავიწყდეთ იუმორის გრძნობის შენარჩუნებაც.

მოგწონთ მებაღეობა, კითხვა, მუსიკის მოსმენა ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობა? დაკავდით საქმიანობით, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას და სიხარულს; კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი სტრესს თითქმის ანახევრებს და აბალანსებს გულისცემასაც.

ასევე კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შინაურ ცხოველთან ხანმოკლე დროის გატარებამც კი შეიძლება თითქმის გაანახევროს შფოთვის დონე.

https://www.sutterhealth.org/health/mind-body/10-simple-ways-to-cope-with-stress


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა