თეგებით ძიება

ჩემს შვილს გამუდმებით მაღალი ტემპერატურა აქვს, ცუდადაა - რას ამბობს გიული ალსანია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ძალიან მალე დადგება ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს. მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინით ცხოვრობს.“

„დღეს ყველა უკრაინას თანაუგრძნობს, ვუყურებთ და თვალს ვადევნებთ, ერთი წელი შესრულდა რაც ეს ხალხი გმირულად დგას. რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს, ეს ფაქტია. დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვალავ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, უკვე ხუთი თვეა ადამიანს მუდმივად სიცხე აქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ "დაგუგლეთ" და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა