რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ლატვია და საქართველო - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მიზნები ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ემუქრება. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
"რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი და ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში და ესტონეთში, საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. Ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შანსი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.