"ყველაფერი ფარდობითია, სიკეთისა და ნამდვილი სიყვარულის გარდა" - რას წერს გია მურღულია?
ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის, რაც თქვენს ცხოვრებაში გეცოტავებათ (ჯანმრთელობა, იღბალი, შემოსავალი, საცხოვრებელი, თავისუფალი დრო...), სხვებისთვის შეიძლება საოცნებო იყოს.
"ის, რაც თქვენს ცხოვრებაში გეცოტავებათ (ჯანმრთელობა, იღბალი, შემოსავალი, საცხოვრებელი, თავისუფალი დრო...), სხვებისთვის შეიძლება საოცნებო იყოს.
გაისარჯეთ მეტისთვის (ადამიანის განვითარებას საზღვარი არ აქვს), მაგრამ დააფასეთ ის, რაც სამყარომ მოგცათ, რადგან დიდი ხანია შემჩნეულია, რომ უმადურობა დასჯადია.
ყველაფერი ფარდობითია, სიკეთისა და ნამდვილი სიყვარულის გარდა", - განაცხადა მურღულიამ.