რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში - ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი ევრასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში.
"დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი 1 წლის წინ ვთქვი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაში. დიქტატორი, რომელმაც იმპერიის აღდგენა განიზრახა, ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი, ვერ წაშლი. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს,“ - აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.