ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ - ირაკლი ღარიბაშვილი კიევში არჩასვლაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და ამ მიზნით ქვეყანა 400-მდე საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდა.
"ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად არის ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ეროვნულ ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით, ჩვენი ქვეყნის სახელით წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაზე მეტი, თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების უფლება სურს, თუნდაც მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. დღეს კიევში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის რადამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც მიიწვია, თუმცა მათ იქ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მმართველი პარტიის მაგივრად კიევში ოპოზიცია ჩავიდა.