ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ემოციური მიმართვა
თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მძიმე დღეებში საქართველო გვერდით ედგათ.
საქართველოს მთავრობამ რეგიონში პირველივე დღეს გაგზავნა სამაშველო ჯგუფი, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში.
„6 თებერვალს კაჰრამანმარაშში მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა. ამასთან ერთად რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ ჰათაიში მოხდა დიდი მიწისძვრა. სამმა ძლიერმა მიწისძვრამ რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა. პირველივე დღიდან ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, საქართველომ პირველივე დღიდანვე დახმარების სურვილი გამოთქვა, გამოაგზავნა დახმარება და სამაშველო ჯგუფი.
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 42 310-მდე გაიზარდა.