ორთაჭალაში, მრავალსართულიან შენობაში ხანძარია (ვიდეო)
ორთაჭალაში მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მშენებარე კორპუსში სამშენებლო მასალას უკიდია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები და შედეგი.
ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები შენობიდან სრულად გამოიყვანეს.