თეგებით ძიება

"ჩვენი სამშობლო მიყვება მის შეშლილ მცირე დიქტატორს ისტორიულ საფლავში" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკრაინაში ომის წლის თავთან დაკავშირებით, პოსტს აქვყნებს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"მეგობრებო!

როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი გმირ უკრაინელ ხალხთან ერთად ზეიმობს ბოროტების დამარცხებას, როცა დღეს ყველა, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დგას ერთადაა და იქ არის, სადაც დღეს თავისუფლება ცხოვრობს და მეფობს, კიევში, ამ დროს ჩვენი სამშობლო ბოროტების ზენიტშია ჩაფლული! დღეს საქართველო არ არის იქ, სადაც სიკეთეა და დგას იქ, სადაც ბოროტია, მარცხია და უპერსპექტივობა. აღმოჩნდა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც მთავრობა ოფიციალურად არ მოუწვევიათ სიკეთის და გამარჯვების ამ საყოველთაო ზეიმზე. რომ უკვე მთელი დასავლეთია შეთანხმებული, რომ ჩვენი ადგილი იქ აღარაა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს დასასრული უკვე აქ არის, ერთი ხელის გაწვდენაზე!

დღეს ასევე გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც გმობს დიქტატორ პუტინს, და, ასევე, ერთი შეხედვით, უკრაინის გამარჯვებასთან კავშირში არმყოფ საკითხზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ პუტინის ყველა მიმდევარი დიქტატორი (სწორედ ამ სიტყვას იყენებს საელჩო) იმავე შეცდომებს იმეორებს და იგივე ბედი ელის - საერთაშორისო იზოლაცია და მარცხი. არა მგონია, საქართველოში არსებული კონტაქტის გათვალისწინებით, ცხადი არ იყოს, თუ ვინ და რა იგულისხმება ამ ტექსტში - ივანიშვილი. თავისუფალი სამყაროს ლიდერის, აშშ-ს მიერ იზოლაციონისტ დიქტორადაა გამოცხადებული და მისი ბედიც პუტინის ბედის თანაზიარად იზოლაციონიზმზე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმაც.

როგორც უკვე სრულიად ცხადია, ივანიშვილის ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

ახლა, საქმე იმაშია, ისევე მიყვება ჩვენი სამშობლო მის შეშლილ მცირე დიქტატორს ისტორიულ საფლავში, როგორც რუსეთი თავის შეშლილ უდიდეს დიქტატორს, თუ ჩვენ მას ერთიანი ძალებით არ გადავარჩენთ!

დიახ, საქმე ახლა მხოლოდ ამაშია! დიახ, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია!

ქართულ მდინარეს წყალი აღარ ჩააქვს სიკეთის ოკეანეში, ის დღეს აყროლებულ რუსულ ჭაობს კვებავს და ასაზრდოებს!

ამას ჩვენი სამშობლო არ იმსახურებს! ამას ჩვენი დიდი წინაპრები არ იმსახურებენ! ამას ჩვენი მომავალი თაობები არ იმსახურებენ! ჩვენ კი, თუ სამშობლოს გადასარჩენად არაფერს ვიზამთ, ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის რუსეთს ემეტება და, დიახ, ვთქვათ სიმართლე - დასავლური ოჯახის წევრობას არ ვიმსახურებთ!

დასავლეთს ვერ მოვატყუებთ! ისტორიას ვერ მოვატყუებთ! დროს ვერც შევაჩერებთ და ვერც უკან დავაბრუნებთ! და ნურც ვეცდებით! ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი - ვიმოქმედოთ არა ხვალ და არა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში! ვიმოქმედოთ აქ და ახლა!

კიდევ ერთხელ ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა გმირ უკრაინელ ხალხს და მათთან ერთად მებრძოლ ქართველ კაცებს და ქალებს!

ნიკა 212-ე საკნიდან", - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რუსეთის არმია უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა