თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
ამით საქართველო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.