თეგებით ძიება

„ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს, მოკლეს საბჭოთა მეთოდებით“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში შვილის ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„სამი წელი გასულა, “მე მიყვარს ევროპა” მაგრამ დავბრუნდი, ჩემს ქვეყანაში, დავბრუნდი ევროპაში მიღებული განათლებით, შექმნილი პროდუქტით, Feedc-ის გახსნის თანავე შეუმჩნეველი არვისთვის იყო “Made in Georgia “

მერე???

მერე ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს, მოკლეს საბჭოთა მეთოდებით.

ჩვენი საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა, ჩვენსავით დაინახეს, ის ბოროტება სადაც წლებია ვტრიალებთ და ვტკეპნით, არასოდეს დამავიწყდება აწ გარდაცვლილი წალენჯიხის ყოფილი პრეფექტის, უდიდესი ადამიანის მყისიერი შეფასება ჩემი ნიკოს და ჩვენს თავს, მომხდარი ტრაგედიისა:

„ეს არ არის კერძო ხასიათის უბედური შემთხვევა, რომელსაც სასამართლო განაჩენი დაუსვამს წერტილს, ეს იქნებოდა უბრალოდ თავის მოტყუება.

საქართველოში დღეს ნამდვილად ბნელა, ამიტომაც ყოველი მძლავრი გამონათება გონებისა ბნელეთის ძალთა უკიდურეს გაბოროტებას იწვევს. წალენჯიხელი მზე-ჭაბუკის საბედისწერო ტრაგედია უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენს შვილებს მომავალს უკლავენ..

გაიღვიძე ქართველო ხალხო! გაიღვიძე! სანამ ყველაფერი არ დამთავრებულა.

ზურაბ გუჩუა

დიახ, აღარ გვინდა არა და არა !

დიახ შინ ევროპისკენ არა იმ

სამყაროსკენ სადაც პრიორიტეტი, საუკუნეებია ჩვენი ქვეყნის წარმატების და განვითარების დასამარებააა…

კიდევ ერთხელ მინდა რომ უყუროთ“, - წერს იზა ომაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა