თეგებით ძიება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა აქ სანქციების გვერდის ავლა - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მიუხედავად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ცალკეული ჯგუფების ინტერესისა.

,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, თუ რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საქართველო როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის, თუნდაც, ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა