"ძაან ამბები ატეხილა ჩემს მილანურ ვოიაჟზე..." - რას ამბობს გურამ შეროზია დეა ხიდაშელთან ჯვრისწერაზე?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე წყვილი, გურამ შეროზია და დეა ხიდაშელი მილანში ერთად გაემგზავრნენ. მათ ერთობლივ მოგზაურობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც შეროზია განმარტავს, ისინი წყვილის სტატუსით არ მოგზაურობენ.
"ძაან ამბები ატეხილა ჩემს მილანურ ვოიაჟზე. ეს ტური გვაჩუქეს მისტერ პლანეტის დაჯილდოვებაზე, როცა ჯერ კიდევ წყვილი ვიყავით. მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
როცა დადგა ჟამი წამოსვლის და გაირკვა, რომ მილანის მოდის კვირეულია, სადაც მოდის ოცი ადამიანი, ასევე შესაძლებელია ჩვენი ნომრების გაცალკევება და ჩემი ცალკე გადასვლა - გადავწყვიტე წამოვიდე, რატომაც არა.
ერთობლივი სთორი დღეს-ხვალ ჯვრისწერას არ ნიშნავს. როგორი ცუდი ურთიერთობაც არ უნდა გვქონოდა iii ar gelaparakebiii და რაღაც კატა-თაგვობანათი დისკომფორტის შექმნა სხვა 20 მონაწილისთვის - საკმაოდ ბნელი საქციელი მგონია. კოსტა იქნებოდა აქ, თამაზი თუ გოგა - მათთანაც იგივენაირი ცივილიზებული ურთიერთობა მექნებოდა.
არა, წყვილად არ აღვდგებით.
კი, ლამის აეროპორტში მოსვლამდე მეგონა, რომ მეტრეველიც ჩვენთან ერთად მოდიოდა.
პ.ს. ცოტა მარტივარ შევხედოთ მოვლენებს, ისედსც ბევრი სიმძიმეა გარშემო", - წერს შეროზია.