თეგებით ძიება

7 სამოტივაციო ფრაზა, რომლითაც მთებს გადააბრუნებთ

გთავაზობთ 7 სამოტივაციო ფრაზას, რომელიც პოზიტიური აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ.

1. ყველაფერს შევძლებ

ეს ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა მოგცემთ მოტივაციას და თვითრწმენას, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებას შეძლებთ, თუ გონებას და შინაგან ძალებს შესრულებისკენ განაწყობთ.

2. სწორედ ამიტომ შემიძლია

ჩამოწერეთ ან უბრალოდ ჩამოუთვალეთ საკუთარ თავს, რამდენი მიზეზი, უნარი, ხელშემწყობი ფაქტორია თქვენში თუ თქვენ ირგვლივ, რაც დაგეხმარებათ დასახული გეგმის შესრულებაში და დაივიწყეთ მიზეზები, რის გამოც საკუთარ თავს სამოქმედოდ აფერხებთ.

3. მეტს ვიმსახურებ

სწორედაც, შეაგულიანეთ საკუთარი თავი, რომ განეწყოთ და მიიღოთ მეტი, რადგან ნამდვილად იმსახურებთ! უკეთესი სამსახური, უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეტი ფული. რატომაც არა?!

4. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

არასოდესაა გვიან, მიიღოთ ცხოვრებისგან ახალი გამოწვევები, გადახვიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე ან დაიწყოთ ახალი ფურცლის გადაშლა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ან უკვე რამდენჯერ სცადეთ. კვლავ გაქვთ სიახლის სურვილი? მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება და დაიწყეთ დღესვე.

5. გამოწვევები ყოველთვის იქნება

რასაკვირველია, ასეა. ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და სწორედ ეს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესოს. გაბედულად შეეგებეთ თითოეულ განსაცდელს და არ მისცეთ უფლება, თქვენზე გაიმარჯვოს.

6. არ არსებობს „იდეალური დრო"

ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, რადგან ის თავისით არასოდეს დადგება − თქვენ თავად უნდა შექმნათ ის დღეს და ახლავე. ნუ გადადებთ გეგმების შესრულებას ხვალისთვის, სწორედ დღევანდელ დღეს მიანიჭეთ ეს არაჩვეულებრივი სტატუსი.

7. ყველა საიდანღაც იწყებს

არავინ დაბადებულა წარმატებულად. თითოეული სტარტაპერი რთულ და გამოწვევებით სავსე გზას გადის. იფიქრეთ ამაზე და როცა წინააღმდეგობები დაგღლით ან ოდნავ შეგაშინებთ, იცოდეთ − მარტო არ ხართ, ყველამ ნულიდან დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა